"ოცნების" ნაბიჯებს EU მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება - კალასი

01.12.24 17:34
"ოცნების" ნაბიჯებს EU მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება - კალასი

ვდგავართ ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მომავლისთვის გაკეთებული არჩევნის გვერდით - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. ევროპელი მაღალჩინოსანი სოციალურ ქსელში ასევე წერს, რომ გმობს დემონსტრანეტბის წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობას და ევროკავშირის მხრიდან შესაბამის ნაბიჯებს აანონსებს. 

ვდგავართ ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მომავლისთვის გაკეთებული არჩევნის გვერდით. ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ გამოვლენილ ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პარტიისგან წამოსული შეტყობინებებით იმის შესახებ, რომ აღარ გააგრძელონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება და დააშორონ ქვეყანა დემოკრატიას. ევროკავშირის მხრიდან ამას პირდაპირი შედეგები მოჰყვება, - წერს კაია კალასი.