წყარო: მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ბალტიის ქვეყნების მიერ სანქცირებულთა სიაშია

02.12.24 02:01
წყარო: მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ბალტიის ქვეყნების მიერ სანქცირებულთა სიაშია

"ტვ პირველის" ახალი ამბების პორტალის, tvpirveli.ge-ს ინფორმაციით, ბალტიის ქვეყნების, ესტონეთის, ლიეტუვას და ლატვიის მიერ დაწესებული სანქციების სიაშია შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. 

სიაში მოხვდა აქციების დარბევაზე პასუხისმგებელი ყველა პირი - ინფორმირებული წყარო, რომელიც ევროკავშირის სამი ქვეყნის მიერ შედგენილ ნაციონალური სანქციების სიას გაეცნო, tvpirveli.ge-ს უყვება, რომ დოკუმენტში ნამდვილად მოხვდა მინისტრი გომელაური.

სანქციები ჩვენს მიერ მიპოვებული ინფორმაციით, გულისხმობს მათ შორის ამ ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ბალტიის სამი სახელმწიფო ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ლეგიტიმური პროტესტს თრგუნავს. 

მსგავსი სიახლეები