დარბევის შემდეგ, დემონსტრანტებს ნიღბიანები დაედევნნენ, სცემეს, მეტროდან ამოათრიეს და ფიზიკურად იძალადეს (ვიდეო)
დარბევის შემდეგ, დემონსტრანტებს პოლიცია დაედევნა, მეტროდან ამოათრია და ძალის გამოყენებით დააკავა - დაკავებულია მინიმუმ ორი პირი. კადრებში ჩანს, როგორ იძალადეს მათზე საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა.
ცოტა ხნის წინ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო.
მოვლენათა ქრონოლოგია ასე განვითარდა:
- მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე განლაგებულმა საპოლიციო ძალებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და მოქალაქეებისკენ დაიძრნენ, მომიტინგეებმა მწყობრად, რუსთაველის მეტროსკენ გადაადგილება დაიწყეს, რა დროსაც მოულოდნელად, მათი მიმართულებით ნიღბიანები დაიძრნენ და რამდენიმე მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს.
- დევნის ოპერაციისას მომიტინგეებმა აღმოაჩინეს, რომ რესპუბლიკის მოედანი და რუსთაველის მეტროსთან მდებარე, კოსტავას ქუჩა პოლიციამ ჩახერგა და დემონსტრანტები ალყაში მოაქცია.
ასევე ნახეთ: