ქართველი დიპლომატები, რომლებმაც ხელი მოაწერეს პროევროპულ განცხადებას, პრემიერად წოდებულთან შეხვედრაზე არ შედიან - ბატიაშვილი
ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველი დიპლომატები, რომლებაც პროევროპულ განცხადებას ხელი მოაწერეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე უარს ამბობენ.
ბოლო ინსაიდერული ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რომელიც ამ წუთებში მომაწოდეს ჩვენმა დიპლომატებმა:
- ის ქართველი დიპლომატები, რომლებმაც ხელი მოაწერეს პროევროპულ განცხადებას, არ შედიან პრემიერად წოდებულთან შეხვედრაზე;
- ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მათ არ აძლევენ ამ შეხვედრაზე აზრის გამოთქმის საშუალებას.გააზიარეთ ეს ინფორმაცია და მხარი დაუჭირეთ ქართველ პატრიოტ დიპლომატებს! - წერს ზურაბ ბატიაშვილი.
ცნობისთვის, ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პროტესტია. აქციის მონაწილეებს აქვთ ინფორმაცია, რომ თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ მინისტრად დამტკიცებული მაკა ბოჭორიშვილთან ირაკლი კობახიძე მიდის.