საჯარო მოხელეებზე მიტანილი იერიში - პრეზიდენტი კობახიძეს პასუხობს

02.12.24 13:43
საჯარო მოხელეებზე მიტანილი იერიში - პრეზიდენტი კობახიძეს პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის მიერ საჯარო მოხელეებზე მიტანილ იერიშს სოციალურ ქსელში პასუხობს.

ქვეყნის მთავარსარდალი წერს, რომ თვითგამოცხადებული პრემიერი, ალბათ, "ქართული ოცნების" "გამოყენებულ გამყალბებლების დაქირავებულ მონებს" გულისხმობდა.

"წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთო" პრემიერმა საჯარო მოხელეებზე… ალბათ გულისხმობს "ოცნების" გამოყენებულ გამყალბებლების დაქირავებულ მონებს!", - წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებას გაემიჯნენ, "წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა აქვთ".

მსგავსი სიახლეები