EU-მ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები მათ, ვინ პასუხისმგებლები არიან საქართველოში ძალადობაზე - ევროპარლამენტარი

02.12.24 14:48
EU-მ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები მათ, ვინ პასუხისმგებლები არიან საქართველოში ძალადობაზე - ევროპარლამენტარი

ბელგიელი ევროპარლამენტარი გაი ვერჰოფშტადტი მოითხოვს, რომ ბალტიის ქვეყნების შემდეგ, ევროკავშირმა სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს დაუყოვნებლივ დაუწესონ. 

ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი EU-ს მოუწოდებს, განცხადებების გაკეთების ნაცვლად, პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდეს. 

ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ამბოხის დროს ძალადობაზე. დროა, სიტყვების ნაცვლად, ევროპამ იმოქმედოს“, - წერს გაი ვერჰოფშტადტი.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ბალტიის სამი სახელმწიფო ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ლეგიტიმური პროტესტს თრგუნავს. 

"ტვ პირველის" ახალი ამბების პორტალის, tvpirveli.ge-ს ინფორმაციით, ბალტიის ქვეყნების, ესტონეთის, ლიეტუვას და ლატვიის მიერ დაწესებული სანქციების სიაშია შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. 

სიაში მოხვდა აქციების დარბევაზე პასუხისმგებელი ყველა პირი - ინფორმირებული წყარო, რომელიც ევროკავშირის სამი ქვეყნის მიერ შედგენილ ნაციონალური სანქციების სიას გაეცნო, tvpirveli.ge-ს უყვება, რომ დოკუმენტში ნამდვილად მოხვდა მინისტრი გომელაური.

სანქციები ჩვენს მიერ მიპოვებული ინფორმაციით, გულისხმობს მათ შორის ამ ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას.

მსგავსი სიახლეები