"ვერსად უნდა გაექცნენ პასუხისმგებლობას" - სტუდენტები ივანიშვილის და ძალოვანების დასანქცირებაზე

02.12.24 17:31
"ვერსად უნდა გაექცნენ პასუხისმგებლობას" - სტუდენტები ივანიშვილის და ძალოვანების დასანქცირებაზე

სტუდენტები, რომლებსაც ივანიშვილის ხელისუფლება დღეა არბევს და ფიზიკურად უსწორდება, ლიეტუვას, ლატვიის და ესტონეთის გადაწყვეტილებას მიესალმებიან. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ძალოვანები და მთავარი დავალებების გამცემი ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობას ვერსად უნდა გაექცნენ. მათი თქმით, "ოცნების" ხელისუფლებას მოუწევს, პასუხი სასამართლოს წინაშე აგოს. 

ჩვენ მადლიერები ვართ მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების და მივესალმებით, იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ადმაიანებმა უნდა იგრძნონ, რომ როდესაც შენს ქვეყანაში ახალგაზრდებს დასდევ, არბევ, ჯანმრთელობას უნგრევ და სასიკვდილოდ წირავ, შენ არ უნდა შეგეძლოს შემდგომ ევროპაში წასვლა დასასვენებლად, საშოპინგოდ, გასართობად. არა, ეს ადამიანები ვერსად უნდა გაექცნენ პასუხისმგბელობას. დადგება დრო და სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგნენ. ასევე, ვიმედოვნებ მე, რომ უკვე სხვა სახელმწიფოები ნელ-ნელა შეუერთდებიან ამ გადაწყვეტილებას, - ამბობს სტუდენტი.  

კიდევ ერთი ახალგაზრდა ამბობს, რომ ივანისვილის და მისი ძალოვანების წინააღმდეგ ევროპული სანქციები მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, მათ არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ევროპის და აშშ-ს ქვეყნებში წავიდნენ.  

პირველი და მთავარი: „ქართული ოცნება“ მას შემდეგ, რაც მან მიიტაცა ძალაუფლება და მთელი აშშ და ევროპა არ აღიარებდა მათ მიერ ჩატარებულ არჩევნებს, მოსალოდნელი იყო ეს შედეგი და ეს შედეგი დადგა. არცერთ მათგანს არ უნდა მიეცეს საშუალება არცერთ ქვეყანაში და აშშ-შ შესვლა. მთავარია, რომ ისინი დგანან ჩვენს გვერდზე, ქართველი ხალხის ნების გარშემო, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად, ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი სამართლიანობის დასაცავად. ჩვენი ერთად დგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დიახ, ესეინ უნდა დასანქცირდნენ, ვინც ჩვენ გვისწორდება და მთავარი, ამ ყველაფრის შემოქმედი - ბიძინა ივანიშვილი და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაგრძელდება კიდევ, - ამბობს სტუდენტი.

ბალტიის სამმა სახელმწიფომ "ქართული ოცნების" თერთმეტ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - შავ სიაში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე შეიყვანა. გადაწყვეტილება ცნობილი ცოტა ხნის წინ გადხა.  

მსგავსი სიახლეები