სანქცირებული სირაძის პასუხი პოლიციის მხრიდან სასტიკად ნაცემ აქციის მონაწილეებს
თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, სანქცირებული ვაჟა სირაძე მედიასთან გამოჩნდა - პოლიციის მაღალჩინისანი ჩართული კამერის წინ ამტკიცებს, რომ შსს აქციების დაშლისას "პროპორციულ ძალას" იყენებს, ბევრს საუბრობს დაშავებულ პოლიციელებზე, თუმცა კონკრეტული პასუხების გაცემა უჭირს იმ სასტიკად ნაცემ აქციის მონაწილეებზე, რომელთა ისტორიებმა და ფოტოებმა მთელი მედია მოიცვა.
- სახის ძვლები, ცხვირი, თავი მთლიანად დალეწილი აქვს, კბილებიც ჩამსხვრეული - პოლიციის მიერ ნაცემი კიდევ ერთი ახალგაზრდის ისტორია
- ნაცემი მომიტინგე ამბობს, რომ სისხლის მოსაწმენდად სპეცრაზმელებმა ნახმარი წინდა მიაწოდეს
"არცერთ პოლიციელს, არცერთ ჩვენგანს ეს არ მოსწონს, შესაბამისად, პროპორციული ძალის გამოყენებისას, შესაძლოა, რომელიღაც მოქალაქეს, მოუწიოს გარკვეული სახის დაზიანება" - ასე უპასუხა სირაძემ ნაცემი მომიტინგეებზე "პირველების" მიერ დასმულ კითხვას.
უფრო მეტ ფოტოს განახებთ, სადაც პოლიციის არაერთ თანამშრომელს შუბლის არედან გარკვეული რკინის საგნები ამოუღეს. გარდა ამისა, პოლიციელებს წვავდნენ და რაც შეეხება იმ ძალადობრივ ფაქტებს, რასაც თქვენ მანახებთ, თუ მოქალაქეს რაიმე სახის დაზიანება აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია. ეს არც პოლიციელს და არც ჩვენს საზოგადოებას არ მოსწონს. სამწუხაროდ, როდესაც საპოლიციო ძალები აღკვეთენ სამართალდარღვევებს შესაბამისად, პროპორციული ძალის გამოყენებისას შესაძლოა, რომელიმე მოქალაქეს მოუწიოს გარკვეული სახის დაზიანება, - ამბობს სირაძე
რაც შეეხება სანქცირების საკითხს, პოლიციის მაღალჩინოსანმა სამი ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებზე არ ისაუბრა და ყურადღება ჟურნალისტის რეპლიკაზე გაამახვილა.
- „სამმა ქვეყანამ დაგასანქცირათ და შეიძლება ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვეღარ შეხვიდეთ, მზად ხართ მხოლოდ რუსეთში იაროთ?“
რატომ გადაწყვიტეთ, რომ რუსეთში უნდა ვიარო? - მინდა განვმარტო, რომ აქ არავითარი რუსეთი და არავითარი მსგავსი რამ არ არსებობს, აქ არიან პოლიციელები, რომელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე. აქ არიან ადამიანები, აქ არის სტრატეგიული შენობა, რომელსაც ანგრევენ და ცეცხლს უკიდებენ. ამ ქვეყანაში არსებობს კანონი, არსებობს სახელმწიფო და ეს ქვეყანა იქნება წელში გამართული. ჩვენ ყოველთვის მივიღებთ შესაბამის ზომებს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
სანქცირებული ივანიშვილი და მისი გარემოცვა:
- ბალტიის სამმა სახელმწიფომ "ქართული ოცნების" თერთმეტ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - შავ სიაში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე შეიყვანა.
- სანქცირებულები ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში შესვლას ვერ შეძლებენ.