სახის ძვლები, ცხვირი, თავი მთლიანად დალეწილი აქვს, კბილებიც ჩამსხვრეული - პოლიციის მიერ ნაცემი კიდევ ერთი ახალგაზრდის ისტორია
ძალადობის შოკისმომგვრელი ფაქტების შესახებ კიდევ ერთი მოქალაქე წერს - მისი თქმით, აქციის მონაწილე ახალგაზრდა კაცს 20 სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა.
ფოტო, რომელსაც თამარ კანკავა ავრცელებს შემზარავი სანახავია. ახალგაზრდას სახეზე უმძიმესი დაზიანებები აღენიშნება.
ეს დათოა, ჩემი მეგობრის შვილი. ამ დილით, მას შემდეგ, რაც ჯერ 20 ავაზაკი დაესხა თავს და გამიზნულად თავში ურტყეს წიხლები, გზად იზოლატორამდე პოლიციის მანქანაშიც განაგრძეს მისი უმოწყალოდ ცემა სახის ძვლები, ცხვირი, თავი მთლიანად დალეწილი აქვს, კბილებიც ჩამსხვრეული"- წერს მოქალაქე.
მისი თქმით, დაკავების ავტომობილში აქციის მონაწილე პოლიციელებმა გაძარცვეს.
ამას გარდა, რომელიღაც ავაზაკს მისი პირადი ნივთები მოუვიდა თვალში (ბრენდებში კარგად ერკვევა როგორც ჩანს და ცემაც არ აკმარეს, გაძარცვეს კიდეც მოროდიორმა ნაძირალებმა - წაართვეს ზურგჩანთა, ტელეფონი, გახადეს ქურთუკი და ფეხსაცმელები"- წერს კანკავა.
მოქალაქე ქართული ოცნებას მიმართავს და ამბობს, რომ მმართველ პარტიას ადამიანურობის არაფერი სცხია.
თქვენ ქართულის არაფერი გაცხიათ, თქვენ ხართ "რუსული ოცნება", რომელიც უმოწყალოდ სცემს, ასახიჩრებს და ძარცვავს ჩვენს შვილებს.
გგონიათ შეგარჩენთ?
მართლა გგონიათ, რომ უმომავლოდ დატოვებთ და რუსეთში აცხოვრებთ ჩვენს ნასათუთარ, ნაფოფინებ შვილებს?! ნაკლების ჩვენება"- აღნიშნულია წერილში.
ცნობისთვის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. დაკავებულების თქმით, მიკროავტობუსში მათ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდათ, ძალადობის პროცესში სამართალდამცავები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
განცხადების მიხედვით, ცემის პარალელურად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და უყვიროდნენ. დაკავებულები იხსენებენ შემდეგ ფრაზებს: „ტ**კში გაგთხრით დუბინკას“, „შე ევროპელო, თქვენ ხო გევასებათ ტ-ში ტ****რი, გაგიკეთებთ დუბინკას უკან“.