„ქართული ლეგიონის“ განცხადებას პრეზიდენტი ეხმაურება

03.12.24 08:02
„ქართული ლეგიონის“ განცხადებას პრეზიდენტი ეხმაურება

„ქართული ლეგიონის“ განცხადებას, სადაც მებრძოლები რუსულ დეზინფორმაციაზე საუბრობენ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე ეხმაურება. 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ლეგიონმა ყალბი ცნობები ოფიციალურად უარყო. 

„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ოფიციალურად უარყოფს ყალბ ცნობებს იმის შესახებ, რომ უკრაინაში ქართველი ჯარისკაცები გეგმავდნენ, [საქართველოში] პროტესტს შეერთებოდნენ. ცარიელი პროპაგანდა. ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ“.- წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობები, თითქოს „ლეგიონი“ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, რუსული დეზინფორმაციაა - ამის შესახებ „ქართული ლეგიონი“ რამდენიმე წუთუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში წერს. 

მათი თქმით, „რუსულმა პროპაგანდამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ცრუ ცნობების გავრცელება იმის შესახებ, თითქოს „ქართული ლეგიონი“ გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას“

მსგავსი სიახლეები