ქართველებს აქვთ მომავლის არჩევის უფლება - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტი

03.12.24 20:38
 ქართველებს აქვთ მომავლის არჩევის უფლება - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირში "ქართული ოცნების" ლიდერებთან მიმართებაში სანქციებზე იმსჯელებენ. ბაიბა ბრაჟე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო წუხს და სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. 

ქართველებს აქვთ მომავლის არჩევის უფლება, - ამბობს ბრაჟე. 

ცამეტი ადამიანი, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ დამნაშავედ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობაში, შევიყვანეთ სანქციების სიაში. ისინი ლატვიაში ვერ შემოვლენ. ეს ჩემი პრივილეგიაა. ლატვიის კანონმდებლობა ითვალისწინებს სანქციებს საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ გადავალთ  უკვე განხილვაზე ევროკავშირში სანქციებისთვის, რადგან ევროკავშირში ადამიანის უფლებათა გლობალური მექანიზმი იძლევა ამ შესაძლებლობას. ჩვენ ვწუხვართ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო, რადგან ლატვიამ საკმაოდ დიდი ძალისხმევა გამოვიჩინეთ ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდასაჭერად - პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა გამოვხატეთ. ქართველებს აქვთ მომავლის არჩევის უფლება და მათ ნამდვილად ღიად თქვეს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, - ამბობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.