არალეგიტიმურ, თვითმარქვია პრემიერთან დებატების გახსნა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია - მამუკა ხაზარაძე

04.12.24 15:41
 არალეგიტიმურ, თვითმარქვია პრემიერთან დებატების გახსნა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია - მამუკა ხაზარაძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ არალეგიტიმურ, თვითმარქვია პრემიერთან დებატები არ უნდა შედგეს. ოპოზიციონერი ლიდერი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძის თქმით, ერთადერთი საკითხი, რაზეც კობახიძესთან საუბარი უვდა შედგეს, ახალი არჩევნებია. 

ამასთან, პოლიტიკოსი გმობს მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკ ძალადობას და ამბობს, რომ დანაშაულის ჩამდენი ყველა პოლიციელი და სპეცრაზმელი უნდა დაისაჯოს. 

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დებატების გახსნა არალეგიტიმურ, თვითმარქვია პრემიერთან, რომლის პოლიტიკამაც შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, რაც მთავარია, მოიპარა არჩევნები და მიიტაცა ხელისუფლება. 
 

აბსურდია რაიმე ფორმის დებატებზე საუბარი. ამის ნაცვლად დაუყოვნებლივ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ პოლიციის ფორმაში გადაცმული კრიმინალები, რომლებიც ასახიჩრებენ და ძალადობენ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებზე! ასევე, გათავისუფლდნენ დაკავებული მოქალაქეები!
 

ერთადერთი სალაპარაკო არალეგიტიმურ "რუსულ ოცნებასთან" არის საკითხი - როდის ჩაინიშნება ახალი არჩევნების თარიღი!, - წერს ხაზარაძე. 

 

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებას გაემიჯნენ, "წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა აქვთ".

ამასთან, ირაკლი კობახიძე მზაობას გამოთქვამს, დისკუსია გამართოს ყველა იმ ადამიანთან, რომლებსაც "წაკითხულის, ან მოსმენილის გააზრება გაუჭირდათ". 

მსგავსი სიახლეები