ტიტუშკების მობილიზება სასტუმროსთან, სადაც ოპოზიცია შეხვედრას მართავს - ადგილზე ნარკოდანაშაულში მხილებული პოლიციელი გამოჩნდა
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან", სადაც ოთხი პროდასავლური პარტიის ლიდერები კონსულტაციებს მართავენ "ქართული ოცნების" ე.წ. ტიტუშკები გამოჩნდნენ. ძირითადი მათგანი სახეს მალავს და ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევა.
სასტუმროს წინ იმყოფება ნარკოდილერების მფარველობაში მხილებული პოლიციელი, გიორგი პირველაშვილი, რომლის იდენტიფიცირება "პირველებმა" შეძლო.
საბოლოოდ პირველაშვილი იძულებული გახდა, "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ეღიარებინა, რომ გომელაურის უწყების მოქმედი თანამშრომელია.
პირველაშვილი, რომელიც სამოქალაქო ფორმაშია გამოწყობილი არ პასუხობს კითხვას, აგო თუ არა პასუხი 2022 წლის 16 დეკემბერს, თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის 114-ში მომხდარ ფაქტზე, როცა პირველაშვილი საკუთარ თანამშრომლებს იარაღით ემუქრებოდა და სპეცოპერაციის ჩაშლას ცდილობდა.
კადრებში გიორგი პირველაშვილი ჩანს, რომელიც შუა საგამოძიებო მოქმედებების დროს კოლეგებს იარაღს უტრიალებს და ფიზიკურად უსწორდება.
ჟურნალისტური გამოძიებით, დგინდებოდა, რომ 2022 წლის 16 დეკემბერს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საგამოძიებო ჯგუფი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის და ნარკოდილერის ავტორბოლის ამოსაღებად და ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა, თუმცა ჩხრეკის დაწყებამდე ეზოში მოულოდნელად თბილისის დეტექტივების V სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი პირველაშვილი ჩნდება და საგამოძიებო მოქმედების ჩაშლას იწყებს და პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსნები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან.
რა ინტერესი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხუთე სამმართველოს შეფს, გიორგი პირველაშვილს, რის გამოც ცნობილი ნარკორეალიზატორის წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის ჩაშლას ცდილობდა - ამ კითხვაზე გომელაურის უწყებას ამ დრომდე არ უპასუხია.
მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟი ნახეთ აქ