კრიმინალურმა პოლიციამ ტვ პირველის კამერა დაამტვრია - შავრაზმელებმა იძალადეს ჟურნალისტზე
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - კრიმინალურმა პოლიციამ ტვ პირველის კამერა დაამტვრია - შავრაზმელებმა იძალადეს ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიაზე, რომელიც მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა.
მანამდე ძალადობრივად დააკავეს "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ დათუნაშვილი.
სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მიმდინარეობდა, ე.წ. ტიტუშკები მოაბილიზეს. ისინი შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებს ნიღბიანები დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.