ოპოზიცია დღეს სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს

20.03.21 11:35
ოპოზიცია დღეს სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს

ოპოზიცია დღეს, 12:00 საათზე  სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს.როგორც ცნობილია, ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ პროტესტი ისევ ქუჩაში გადაინაცვლებს. დაგემილია პერმანენტული აქციები როგორც დედაქალაში, ასევე რეგიონებში.

რა თქმა უნდა, როგორც აქამდე ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ, ოპოზიციამ აქციები შეაჩერა, იმიტომ რომ ეჩვენებინა, რომ არ არის გაჯიუტებული მაინცდამაინც აქციებით და აგრესიული ფორმით პროტესტის გამოხატვით, მაგრამ მთავრობამ არ დააფასა ჩვენი კონსტრუქციული მიდგომა, რა თქმა უნდა ჩვენ განვაახლებთ მშვიდობიან აქციებს - თქვა თამარ კორძაიამ. 

შეგახსენებთ, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა და მოლაპარაკებები ჩაიშალა.