რუსულმა სამარცხვინო რეჟიმმა, შავრაზმელებმა ელისაშვილი გაიტაცეს - ხაზარაძე

05.12.24 15:47
რუსულმა სამარცხვინო რეჟიმმა, შავრაზმელებმა ელისაშვილი გაიტაცეს - ხაზარაძე

სასტუმრო "ქორთიად მარიოტთან" ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დარბევასთან და დაკავებასთან დაკავშირებით კოალიცია "ძლიერ საქართველოში" საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

ტრიბუნიდან გაერთიანების ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თანაპარტიელისთვის, ალეკო ელისაშვილისთვის ხელბორკილების დადება "რუსული სამარცხვინო რეჟიმის მსახური შავრაზმელების მიერ პოლიტიკოსების გატაცებად" შეაფასა. 

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" სახე სრულიად დაკარგა და ახლა ხელისუფლების ოპონენტების დაშინებაზე გადავიდა. 

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ სრულიად დაკარგა სახე და გადავიდა ადამიანები მოტაცებაზე. ამას ასრულებს პოლიციის ფორმაში გადაცმული კრიმინალთა ჯგუფი და ასრულებს, რათა თითქოს, მომიტინგეები და პოლიტიკოსები დააშინოს, რომლებიც მტკიცედ დგანან ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე.

ბიძინა ივანიშვილის რუსულმა სამარცხვინო რეჟიმმა გუშინ კოალიციურ პარტიებს, რომელიც იკრიბებოდნენ "მარიოტში", მოაწყო თავდასხმა პოლიტიკოსებზე და გაიტაცა ჩვენი თანამებრძოლი, ალეკო ელისაშვილი. დიახ, გაიტაცეს, შავრაზმელებმა, ნიღბიანებმა გაიტაცეს. ამის საჭიროება არ იყო", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მიმდინარეობდა, ე.წ. ტიტუშკები მოაბილიზეს, რომლებიც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ზურა დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი დააკავა.  

მსგავსი სიახლეები