ელისაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია "ოცნების" მიერ დაგეგმილი პროვოკაციის საფუძველზე განხორციელდა - თურაზაშვილი
"გუშინ საზოგადოებამ, მთელმა ქვეყანამ ნახა წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა, "ოცნების" მიერ, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის საფუძველზე" - ასე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელი, ქეთევან თურაზაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებას.
მისი განცხადებით, ოპოზიციის ლიდერების დაკავების პარალელურ რეჟიმში ძალადობრივად დაკავებული და ნაცემი, დასახიჩრებული ახალგაზრდების ფაქტების გამოსაძიებლად გამოძიება არაფერს აკეთებს.
არც ერთ საქმე გამოძიებული არაა, რომელიც ეხება ჩვენ ახალგაზრდებს და მათ დამტვრეულ ძვლებს. ახალგაზრდებს დევნიან, ასახიჩრებენ ხოლო ჩვენი პოლიცია არაფერს არ აკეთებს ამ მიმართულებით.
მინდა შეგახსენოთ და მოვუწოდო ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, რომ თქვენი ვალდებულებაა მოქალაქეების დაცვა და არა მათი დევნა. აბსოლუტურად ყველა მოძალადე დაისჯება, ისევე როგორც, დაისჯება ყველა ვინც ჩვენ ევროპულ მომავალს ხელს უშლის. ეს იცოდეთ და ამიტომ სანამ გვიან არ არის დადექით სწორ მხარეს, დაიცავით მოქალაქეები და არა ბიძინა ივანიშვილი.
ამასთანავე მოვითხოვ აქციის დაკავებული მონაწილეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ე.წ. სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ განხორციელებული ძალადობის ყველა ფაქტის გამოძიებას და პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას. “ აცხადებს “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.
ცნობისთვის, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მიმდინარეობდა, ე.წ. ტიტუშკები მოაბილიზეს, რომლებიც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ზურა დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი დააკავა.