ნათია მეზვრიშვილი: სახელმწიფო სტრუქტურებში ძალიან მძიმე ვითარებაა, პანიკა, ქაოსი

05.12.24 17:55
ნათია მეზვრიშვილი: სახელმწიფო სტრუქტურებში ძალიან მძიმე ვითარებაა, პანიკა, ქაოსი

როგორც არ უნდა მოგაჩვენოთ თავი კობახიძემ, სახელმწიფო სტრუქტურებში არის ძალიან მძიმე ვითარება, პანიკა, ქაოსი და მძლავრი წინააღმდეგობა ოცნების ქმედებების მიმართ - ამის შესახებ  გახარია-საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, საჯარო სექტორშიც სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება: 

პოლიციაში ბევრი აპროტესტებს, რომ ოცნებამ სისტემის სახელი ნიღბიან ბანდ-ფორმირებებს დაუკავშირა. პლუს, ფიზიკურად უჭირთ უკვე გაძლება. ზოგადად საჯარო სექტორშიც სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება. ამას ხედავენ ოცნებაში და ეძებენ გზებს შეცდომა როგორ დაგვაშვებინონ.

ამიტომ, ახლა შეცდომების დაშვების დრო არ არის. პროტესტი უნდა გაგრძელდეს კიდევ უფრო მასშტაბურად, ყველა დიდ ქალაქში და მშვიდობიანად. სახელმწიფო სტრუქტურებში მყოფი ადამიანებისთვის ეს არის ერთგვარი სტიმული, რომ პოზიციები ხმამაღლა დააფიქსირონ"- ამბობს მეზვრიშვილი. 

მსგავსი სიახლეები