4 პოლიტიკური პარტია საერთო განცხადებას ავრცელებს
ოთხი პოლიტიკური პარტია, კოალიცია "ძლიერი საქართველო", კოალიცია "ცვლილებებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და "გახარია საქართველოსთვის" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ბიძინა ივანიშვილს იმ მოთხოვნებს უყენებენ, რომელთა შესრულებითაც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაა შესაძლებელი.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებთ იმ მოთხოვნებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსასვლელად:
1. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს ყველა საქმე;
2. დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდება სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური ნეიტრალობის პირობებში! საქართველოს, ჩვენი თავისუფლების გამარჯვება გარდაუვალია!", - წერია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.