"სანქციების სიაში პირველ ადგილას ივანიშვილი - "რეორიენტაციის ნათლიმამა" უნდა იყოს" - გალერი
საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი X-ზე წერს და "რეპრესიებზე პასუხისმგებელი" პირებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ შავ სიაში პირველი ადგილი ბიძინა ივანიშვილმა - "რეორიენტაციის ნათლიმამამ" უნდა დაიკავოს.
დროა საქართველოში სანქციები დაუწესდეს ყველას, ვინც პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებზეა პასუხისმგებელი. სიაში პირველ ადგილას უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი - ამ "რეორიენტაციის" ნათლიმამა. ევროკავშირის აღმასრულებელი ასევე კარგად უნდა დააკვირდეს პრეზიდენტ ზელენსკის სიას". - წერს მაიკლ გალერი.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.