ალეკო ელისაშვილი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს - პოლიტიკოს სავარაუდოდ ნეკნი აქვს გატეხილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკა "ვივა-მედში" გადაიყვანეს - პოლიტიკოსის კლინიკაში გადაყვანის კადრები "შაბათის ეთერმა" გადაიღო.
არსებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი ნაცემია, აღენიშნება დაზიანებები. მას ამ წუთებში კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ელისაშვილს ნეკნი აქვს მოტეხილი.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის მდგომარეობა დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში დამძიმდა.
მსგავსი სიახლეები
03.08.26 16:52
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.