როვოკოპები იცავენ რობიკოს - ხელოვანების გაფიცვა გრძელდება

05.12.24 20:23
როვოკოპები იცავენ რობიკოს - ხელოვანების გაფიცვა გრძელდება

რობერტ სტურუამ მსახიობებს თეატრის კარი დაუკეტა - ხელოვანები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ რუსთაველის თეატრის დარბაზში შესვლას, თუმცა რეჟისორმა კოლეგები ქუჩაში დატოვა. მათ შორის ის მსახიობებიც, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციელების ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. კარის გაღების ნაცვლად, სტურუამ  თეატრის შესასვლელთან პოლიციის კორდონი ჩააყენა.

„ეს შენობა ეკუთვნის ხალხს. რუსთაველის თეატრი ხალხის სამსახურში იყო სულ! რობიკო სტურუას “რობოკოპები” იცავენ”, - აღნიშნა მწერალმა ლაშა ბუღაძემ.

ამის პარალელურად გაფიცული მსახიობების სია კი  ყოველსაათობრივად იზრდება. თეატრები სპექტაკლებს აუქმებენ და სცენებზე ფარდებია დაშვებული. გავიფიცე - ამ შინაარსის პოსტები უკვე ათეულობით მსახიობმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.  მთელი საქართველოს მასშტაბით  დაწყებული  პროტესტის ფონზე ისინი  სპექტაკლებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ და სცენიდან ქუჩაში ინაცვლებენ. ფიქრობენ, რომ ახლა ბრძოლის დროა, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს.
 

მსგავსი სიახლეები