უკრაინა მოქმედებაზე გადადის - დასანქცირებულია ივანიშვილი და მისი გუნდის კიდევ 18 წევრი

05.12.24 21:03
უკრაინა მოქმედებაზე გადადის - დასანქცირებულია ივანიშვილი და მისი გუნდის კიდევ 18 წევრი

ბალტიის ქვეყნების შემდეგ მოქმედებაზე უკარინა გადადის. დასანქცირებულია ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდის კიდევ 18 წევრი. მათ შორის ლილუაშვილი, კობახიძე, კალაძე და მდინარაძე. შავ სიაში მოხვდა პრემიერის მამაც. თითოეულ მათგანს კიევი მკაცრ სავიზო და ფინანსურ შეზღუდვებს უწესებს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ სანქციები “ოცნებას“ გუშინ დაუანონსა და რამდენიმე საათში სისრულეში მოიყვანა. 

უკეთესად ვერც ვიტყოდი. მადლობა ვოლოდიმირ! “ - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის გადაწყვეტილებას.     

ამასთან, ნიდერლანდებმა ევროკავშირს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.  მძიმე გადაწყვეტილებები  დაანონსა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც და  ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის მთავრობაა ღიად ამბობს, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები