ოლიგარქის სიკვდილის ბრიგადები - ახალი მტკიცებულებები ხელისუფლების წინააღმდეგ
ოლიგარქის სიკვდილის ბრიგადები - ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველ დღე ახალ ახალი მტკიცებულებები ხდება საჯარო. ნიღბიანებმა მოქალაქეებს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყვეს. არ ინდობდნენ ექიმებსაც კი, ვინც ხალხის გადარჩენას ცდილობდნენ. ოლიგარქის ომონი, აქციების დროს სასტიკად გაუსწორდა ცნობილ ტრავმატოლოგს, რომელიც რეჟიმის მიერ დარბეულ გოგონებს ეხმარებოდა. ვატო გვაზავას გონების დაკარგვამდე ურტყამდნენ, მაშინაც როცა გაიგეს რომ ის მედიკოსი იყო
შავნიღბიანების სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. აქტივისტებს ჯერ ჯგუფურად უსაფრდებოდნენ და შემდეგ უმოწყალოდ სცემდნენ. ერთ ადამიანს ათზე მეტი სპეცრაზმელი უსწორდებოდა.
ანგარიშსწორება გრძელდებოდა ნიღბიანების მიერ მოწყობილ კორიდორშიც, სადაც აქტივისტებს მიათრევდნენ. ურტყამდნენ სახის არეში, ხელებს უჭერდნენ და მთელს სახეზე წიწაკის სპრეის ასხამდნენ.
ამ ყველაფერს უყურებდა და ტელეფონი იღებდა ხარება. ნაცემი აქტივისტები იხსენებენ, რომ სპეცრაზმის შეფის სახეზე აღბეჭდილი სიამოვნება ადვილი ამოსაკითხი იყო.