პროდასავლური ლიდერების განეიტრალებისა და დაშინების სპეცოპერაცია
პროდასავლური ლიდერების განეიტრალებისა და დაშინების სპეცოპერაცია. ნაცემ ალეკო ელისაშვილს რეჟიმი ციხეში გამოკეტვას სამი წლით უპირებს. მას ფიზიკურად ომონი გაუსწორდა. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. მისი მდგომარეობა კი ისე დამძიმდა რომ აუცილებელი გახდა დუშეთის იზოლატორიდან კლინიკა ვივა მედში გადმოყვანა
24 საათზე მეტია იზოლატორში იმყოფება ნიკა გვარამია. ამ დრომდე უცნობია, რას ედავებიან კოალიცია ცვლილების ლიდერს, რომელსაც დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია საბა სხვიტარიძეც. ის იზოლატორში სასტიკად ნაცემი გადაიყვანეს, სადაც მას გომელაურის უწყების მაღალჩინოსანი უსწორდებოდა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.