რიში: უნდა განვიხილოთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად
მერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც გლობალური მაგნიტსკის აქტზე მსჯელობენ, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა სასტიკად ახშობს პროევროპულ დემონსტრაციებს:
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სასტიკად ახშობს პროევროპულ დემონსტრაციებს. უნდა განვიხილოთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ხალხი შეძლებს თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. მინდა მადლობა გადავუხადო ჯინ შაჰინს საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის ორგანიზებისთვის"- თქვა სენატორმა.