გზავნილები ნატოდან - თბილისში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრშია
ევროკავშირისთვის კატეგორიულად მიუღებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების წამება და რუსული მეთოდებით ანგარიშსწორება. თბილისში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენრტშია. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ ბალტიის პირეთის სამი ქვეყნის გადაწყვეტილებას შესაძლოა ევროგაერთიანებაში სარკისებური ეფექტი ქონდეს.
ეს კი ოცნების სრული იზოლაციის ტოლფასია. რეჟიმი შორდება ევროპას და შორდება ნატოს. პირველებთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწე ამბობს, რომ მძიმე საყურებელია ის რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, სადაც ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს რუსული მეთოდებით უსწორდება.
ევროპელი ლიდერებს, რომლებიც ნატოს მინისტერიალს ესწრებოდნენ ბრუსელში ინა ცარციძე ესაუბრა
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.