ეს არის ზღვარგადასული, აგონიაში მყოფი ივანიშვილის ხელისუფლება - მამუკა ხაზარაძე

05.12.24 22:46
ეს არის ზღვარგადასული, აგონიაში მყოფი ივანიშვილის ხელისუფლება - მამუკა ხაზარაძე

ეს არის ზღვარგადასული, აგონიაში მყოფი ივანიშვილის ხელისუფლება„, ასე აფასებს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პოლიტიკოსების და აქციისმონაწილეების დაკავებებს.

მისი თქმით, ქვეყანა ივანიშვილს არ აპატიებს, რომ წაართვა ევროპერსპექტივა და ჩამოაშორა სტრატეგიული პარტნიორები.

მისი 12-წლიანი პრორუსული, მოღალატეობრივი პოლიტიკა დამთავრდება ქვეყანაში. ეს ქვეყანა მას და მის კრიმინალურ ბანდას არ აპატიებს, რომ ქვეყანას წაართვა ევროპერსპექტივა, ჩამოაშორა სტრატეგიული პარტნიორი-აშშ და უამრავი ქმედება განახორციელა, რომელმაც ქვეყანას ნათელი მომავალი დაუკარგა. 

აქეთ არის რუსეთი, სპეცსამსახურები, კრემლი, მისი ნარატივები, მის მიერ მართული რუსული ხელისუფლება საქართველოში და აქეთ არის მომავალი- ახალი თაობა, რომელსაც წინა ხელისუფლებები არ ახსოვს და ვერავინ ვერფერს დააბრალებს.

ქუჩაში გამოსულები არიან ახალგაზრდები, რომელბმაც იციან თავისუფლების ფასი და ეს არის ახალი საქართველოს დაბადება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ კალაპოტში ჩადგება რამე - “ერთადერთი გამოსავალია-ახალი არჩვენების მოთხოვნა.“

არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ კალაპოტში ჩადგება რამე, ერთადერთი გამოსავალია-ახალი არჩვენების მოთხოვნა, სხვა გამოსავალი არ არსებობს. კურსის შეცვლა, ქვეყნის იზოლაცია, ეს გაცდა გაყალბებულ არჩევნებს, ეს არის სპეცოპერაცია, რომლითაც ივანიშვილს შეჰყავს საქართველო რუსეთის შემაგდენლობაში“, -დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები