ერთი პარტიის მთავრობამ გადაწყვიტა კურსი შეცვალოს, მთელი რუსეთის ლიდერებმა მიულოცეს პრემიერს გადაწყვეტილება, რაც ჩვენთვის რევოლუციაა - პრეზიდენტი
ერთი პარტიის მთავრობამ და პრემიერმა აიღო თავის ხელში და გადაწყვიტა, რომ ქვეყნის კურსი შეცვალოს, გააჩეროს მსვლელობა საქართველოსი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ ქვეყნის ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, ყველა ზომა გამოიყენოს, რომ ეს ევროატლანტიკური კურსი დააჩქაროს და არავის აქვს მანდატი იმისთვის, რომ ეს შეცვალოს.
ერთი პარტიის მთავრობამ და პრემიერმა აიღო თავის ხელში და გადაწყვიტა, რომ ქვეყნის კურსი შეცვალოს, გააჩეროს მსვლელობა საქართველოსი, რომელიც ბოლო პერიოდში აჩქარდა და უფრო იმედიანი გახდა, ვიდრე წინა წლებში.
არავის აქვს მანდატი იმისთვის, რომ ეს შეცვალოს. კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ ამ ქვეყნის ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, ყველა ზომა გამოიყენოს, რომ ეს ევროატლანტიკური კურსი დააჩქაროს. ზედიზედ მივიღეთ ერთი - არჩევნების არალეგიტიმურობა და მეორე- მანდატის არალეგიტიმურობა, რითაც პრემიერმა მიიღო ესოდენ განსხვავებული გადაწყვეტილება. რომელიც აღქმულია საზოგადოებაში, როგორც საქართველოს მიბრუნება რუსეთისკენ.
ნიშანდობლივია, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ცუდად იყო მიღებული პარტნიორებიდან, დააფასა ჯერ პუტინმა შემდეგ მედვედევმა, პესკოვმა, დუგინმა. მთელი რუსეთის ლიდერებმა მიულოცეს პრემიერს ასეთი გადაწყვეტილება, რაც ჩვენთვის რევოლუციაა. 30 წელი და არა მხოლოდ, ამ მიმართულებით მივდიოდით. 2 საუკუნე და მეტია, რაც საქართველოს საზოგადოება და ელიტა სხვადასხვა ფორმით იბრძოდნენ და იბრძვიან, რომ საქართველო გამოეყოს რუსეთის გავლენასა და კონტროლს”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.