პრეზიდენტი: კობახიძე უნდა გადადგეს, 2 კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები

05.12.24 23:21
პრეზიდენტი: კობახიძე უნდა გადადგეს, 2 კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეუნდა გადადგეს , 2 კვირაში კი ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

პრეზიდენტის მიჩნევს, რომ ახლა ეს არის ერთადერთი გამოსავალი.

არჩევნები აუცილებელია, როცა ქვეყანა არის კრიზისში, ეს არის პოლიტიკური გამოსავალი, რომელიც ყველა ქვეყანაში ხდება. პრემიერი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა კრიზისი და მხოლოდ იცის ხალხის მიმართ მუქარა და რაღაცები და არანაირად პოლიტიკური კომპრომისის  ძებნა, უნდა იყოს შეცვლილი და როგორც კი გადადგება ეს პრემიერი, 2 კვირაში მე უნდა დავნიშნო არჩევნები.

უნდა იყოს ერთად მოლაპარაკებული, როგორ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები. ეს არის კომპრომისი, ეს არის დეპოლარიზაცია, ეს არის ქვეყნისთვის გამოსავალი, ეს არის სტაბილურობა, ეს არის მშვიდობა, ეს არის ქვეყნის მომავალი, რომელიც იქნება ურყევი, თავისუფალი და დემოკრატიული", - ამბობს პრეზიდენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები