პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მაგნიცკის აქტის ავტორის სიტყვას "ფასი არ აქვს"
თვითაღიარებული პარლამენტის თავმჯდომარე მაგნიტსკის აქტის ავტორს ბილ ბრაუდერს "მატყუარას' უწოდებს და ამტკიცებს, რომ მის სიტყვას ფასი არ აქვს. შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ბრაუდერს ქართველი ხალხის დასჯა უნდა, რადგან, მისი მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებას სწორედ ქართველი ხალხი წარმოადგენს.
ამ ადამიანის სიტყვა ფასი აქვს? რა თქა უნდა, არ აქვს, მაგრამ მეორე საკითხია, რომ რა არის მოტივაცია ამ ადამიანის? რატომ უნდა, რომ დასაჯოს ქართველები?! საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა, ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლას. საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა ნიშნავს ქართველ ხალხზე ზეწოლას, - ამბობს პაპუაშვილი.
მაგნიტსკის აქტის ავტორმა, ბილ ბრაუდერმა აშშ-ს სენატორებთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც სენატორები "ქართული ოცნებისთვის" მაგნიტსკის სანქციების დაწესების ინიციატივას განიხილავდნენ, თქვა, რომ საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა რუსეთის მარიონეტია და ამ სიტუაციაში აქტიურ როლს სწორედ ივანიშვილი ასრულებს.