ვნახეთ ივანიშვილის სამარცხვინო, მონური სასამართლო, პირობას გაძლევთ, ამის დემონტაჟს გავაკეთებთ - მამუკა ხაზარაძე
კიდევ ერთხელ ვნახეთ ივანიშვილის სამარცხვინო სასამართლო, მონური სასამართლო, რომელიც არც კანონს და არც სამართალს არ ემსახურება და მიდის პოლიტიკური რეპრესიები და დევნა“, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ალეკსო ელისაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, “სამართლის ძებნას აზრი არ აქვს, ეს სასამართლო არ არის, ესენი ემსახურებიან ერთ ადამიანს, რომელიც უხდის ფულს, ან დაშანტაჟებული ჰყავს.“
“პირობას გაძლევთ, ამის დემონტაჟს გავაკეთებთ“,- ამბობს ხაზარაძე.
დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის და მურუსიძის სამარცხვინო, მონური სასამართლო, რომელიც არ ემსახურება არც კანონს და არც სამართალს!
ეს არის პოლიტიკური დევნა! ეს არის რუსული დავალების შესრულება!
ალეკო ელისაშვილი უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ - ალეკო ელისაშვილი რუსთაველზეც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და ზუსტად ამიტომ ისჯება ის!
აქვე მინდა ივანიშვილს ვუთხრა- დადგება დრო და თავისუფალი სასამართლოს პირობებში, ის რუსული მენტალობის რეჟიმი, რომელიც ჩამოაყალიბე, კრიმინალური რეჟიმი, კრიმინალებს რომ ფორმა ჩააცვი და მონურ მოსამართლეებს მანტიები მოასხი, ყველა აგებს პასუხს სამართლიანი სასამრთლოს პირობებში. მინდა ყველას ვუთხრა, ვერანაირი დაკავებები, შეთითხნილი ბრალდებები და დაშინება, ქართველ საზოგადოებას ვერ გატეხს, რადგან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს.
მინდა სამართალდამცველებს მივმართო - კარგად დაფიქრდით, რას და ვის ემსახურებით, თქვენ ემსახურებით რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში. ეს არის რუსეთის სასამართლო და ქვეყნის მიტაცება და შეთრევა ხდება რუსეთში, ყველაფერი რაც აქ ხდება არის პატარ-პატარა სპექტაკლები, რომ დააშინონ საზოგადოება. ბრძოლა იქნება ბოლომდე. სამართლის ძებნას აზრი არ აქვს, ეს სასამათლო არ არის, ესენი ემსახურებიან ერთ ადამიანს, რომელიც უხდის ფულს, ან დაშანტაჟებული ჰყავს. პირობას გაძლევთ, ამის დემონტაჟს გავაკეთებთ“,- განაცხდა ხაზარაძემ.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში გაუშვეს - ოპოზიციონერ ლიდერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ბრძოლა იქნება ბოლომდე - ეს იყო ელისაშვილის სიტყვა ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ.