ოპოზიცია პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე გადადის

20.03.21 12:05
ოპოზიცია პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე გადადის

ოპოზიცია პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე გადადის - ოპოზიციის გეგმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა გააჟღერა. მისი თქმით, საპროტესტო აქციები მთელ საქართველოში ჩატარდება, ხოლო 15 მაისს რუსთაველის გამზირზე მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართება. 

"ქართულმა ოცნებამ" ზურგი შეაქცია ოცნებას და უარი თქვა დასრულებულიყო პოლიტიკური კრიზისი, "ოცნებამ" უარი თქვა შანსზე, ქვეყანას ყოლოდა ლეგიტიმური ხელისუფლებამ, ამ ნაბიჯით ოცნებამ უარი თქვა პოლიტიკურ დევნაზე, გააკეთა გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც მიყვება ნარიშკინის ხაზს და ზურგი შეაქცია ევროპის გამოწვდილ ხელს. ჩვენ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ვაცხადებთ, რომ ჩვენ უკან საქართველოა, ჩვენ უკან არის სახელმწიფოს იდეა, რომელცი დაფუძნებულია სამართლიანობაზე. დღეიდან, ოპოზიცია გადადის საგაგნებო რეჟიმზე, ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში და დავარწმუნებთ მოსახლეობას რომ ბრძოლას აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში  გაიმართება არაერთი აქცია, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, ბოლოს ჩვენ შვიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე და ეს მხოდება 15 მაისს.  ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე. დიახ, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

შეგახსენებთ, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა და მოლაპარაკებები ჩაიშალა.  

მსგავსი სიახლეები