"ჩვენ თქვან გვიღალატეთ" - მსახიობების პროტესტი სასამართლოსთან
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია - სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და დანარჩენ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, სასამართლოსთან შეკრებილი მსახიობების პროტესტი მოჰყვა.
- ანდრო ჭიჭინაძე: სიმართლე როცა შენს მხარე, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც და ეს ძალა და ენერგია დღეს აქ არის
- ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე ოლიგარქის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს ასასვლელ კიბეებთან და მთელ პერიმეტრზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
"ჩვენ თქვან გვიღალატეთ", "არა ძალადობრივ რეჟიმს", "სირცხვილია" - სკანდირებენ მსახიობები.
აბსურდია, თითქოს, იუმორისტი ონისე ცხადაძე ორგანიზებულ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას- თქვა რამდენიმიმე წუთის წინ "ვანოს შოუს" წამყვანმა, ვანო ჯავახიშვილმა.
ამ სასამართლოსგან ყველანაირ გადაწყვეტილებას ველოდით, გარდა იმისა, რომ სწორი გადაწყვეტილება გამოაცხადონ. ეს შენობა რისთვის არსებობს, მაგასაც ვერ ვხდები. სრული აბსურდია, თითქოს, ონისე ცხადაძე ორგანიზებულ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას. ჩვენ მას კარგად ვიცნობთ და მთელი გუნდი მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ონისე და დანარჩენი ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდნენ ამ დაწესებულებიდან“, - განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა.
ამ ქვეყანას რუსებს არ დავუთმობთ! - ასეთია მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის პოზიცია, რომელმაც პოლიციელებს მიმართა:
„სასამართლო არ არსებობს, მოსამართლეს ყველანაირი ფუნქცია აქვს დაკარგული. მათ არ სცემენ პატივს და აკეთებინებენ ყველაფერს. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ისინი საკუთარ თავს არ სცემენ პატივს, არც თავის სამსახურს. არც პოლიციელი, რომელიც „ტიტუშკას“ იცავს და არა მოქალაქეს, ეს არის სამარცხვინო. არა უშავს, მაინც მედგრად ვართ, ბრძოლის უნარიანები ვართ. რამდენს დაგვიჭერენ? ამ ქვეყანას რუსებს არ დავუთმობთ. ისინი არიან „ნაცების“ მხედრიონელების და რუსების ნაზავი. ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ, არანაირი განსხვავებული აზრი აქ არ არსებობს. ეს არის არჩევანი ბოროტებასა და ადამიანებს შორის, რომლებიც ვიცავთ ამ ქვეყანას“,- განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.
ყველგან პოლიციაა და არსად სამართალი - ეს განცხადება კი კახა კინწურაშვილმა გააკეთა:
არაფერი მაქვს სათქმელი. ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი რეალობა, რაშიც ჩაგვაგდო ე.წ. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არის „რუსული ოცნება“, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში დაამყაროს პოლიციური, ჯალათური რეჟიმი, რასაც ხალხი არ დაუშვებს. ეს არის მათი კუდის ბოლო მოქნევა“,- განაცხადა კახა კინწურაშვილმა.