თუ არჩევნები არ დაინიშნება შეთანხებით, ეს მოხდება ხალხის იძულებით - უგულავა

20.03.21 12:15
თუ არჩევნები არ დაინიშნება შეთანხებით, ეს მოხდება ხალხის იძულებით - უგულავა

"თუ არჩევნები არ დაინიშნება შეთანხებით, ეს მოხდება ხალხის იძულებით" - ეს განცხადება რუსთაველის გამზირზე, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გააკეთა.

ერთადერთი გამოსვალია, ეს ადამიანი წავა, წავა მშვიდობიანი არჩევნებით, წავა აუცილებლად, და ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები დაინიშნოს, ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ეს არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, ის დაინიშნება იძულებით, - თქვა გიგი უგულავამ. 

შეგახსენებთ, ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც პარტიები მუშაობის საგანგებო რეჟიზმე გადადიან. საპროტესტო აქციები და შეხვედრები გაიმართება მთელ საქართველოში, ხოლო მასშტაბურ დემონსტრაცია 15 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსდა. ოპოზიციამ უწყვეტი პროტესტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა და მოლაპარაკებები ჩაიშალა.  

 

მსგავსი სიახლეები