რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ხდება, ნამდვილად იმსახურებს სანქციებს - ჰერჩინსკი
რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ხდება, ნამდვილად იმსახურებს სანქციებს - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „ტვ პირველს“ განუცხადა და აღნიშნა, რომ “სანქციების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“.
ჰერჩინსკის თქმით, საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება აბსოლუტურად შეუთავსებელია ამ პრივილეგიებთან.
“მომავალ ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ“, - აღნიშნა მან.
ჩვენ გვესმის თქვენი ხმა, შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელსაც ვხედავთ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან, ვისაც საკუთარი შვილებისთვის უკეთესი მომავალი უნდა, რაც ევროკავშირის წევრობას მოიაზრებს.
გასულ კვირას ვიყავი ბრიუსელში, მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი 27 ქვეყნის ელჩს, ასევე შევხვდი ევროკავშირის ინსტიტუტებში შეცვლილ ლიდერებს. მომავალ ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ საქართველოს საკითხზე, რომელიც განხილვის თემა მომავალი კვირის ბოლოსაც იქნება. მთავარი განხილვის თემა, რა თქმა უნდა, ბრუტალური ძალადობის შემთხვევები იქნება, რაც მიუღებელია. ვნახოთ, რა მოხდება მომავალ კვირას- კაია კალასმა თქვა, რომ პასუხი ყველაფერს გაეცემა და უშედეგოდ ეს არ ჩაივლის. მაგიდაზე დევს ყველაფერი. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს ყველაფერი, დაწყებული ასოცირების შეთანხმებიდან დამთავრებული უვიზო მიმოსვლით. ბოლოს საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება აბსოლუტურად შეუთავსებელია ამ პრივილეგიებთან და ეს უნდა აისახოს კიდეც. სანქციები ევროკავშირებისთვის რთული მისაღწევია, რადგან 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო. თუმცა რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ხდება ნამდვილად იმსახურებს სანქციებს. რამდენადაც ვიცი, ამჟამად მიდის სანქციებზე მუშაობა. თუ ჩვენ მივაღწევთ ერთიანობას 27-ივე ქვეყანას შორის და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის რთული იქნება, რომ უარყოს ის ძალადობის დონე და სისასტიკის დონე, რომელსაც ვხედავთ, დაველოდოთ ორშაბათს, თუ წარადგენენ სანქციებს, რადგან სანქციების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, - განაცხადა ჰერჩინკსიმ.
ასევე დაგაინტერესებთ:
7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.
ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. კადრებში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ჯგუფურად უსწორდებიან.
საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.