დღევანდელმა მთავრობამ ქვეყნის მართვის მორალური უფლება დაკარგა - მელონ წიფურია

11.12.24 11:37
დღევანდელმა მთავრობამ ქვეყნის მართვის მორალური უფლება დაკარგა  - მელონ წიფურია

საქართველოს საპატიო კონსული აშშ-ში მელორ წიფურია ამბობს, რომ "ოცნების" წინააღმდეგ აშშ-ს დაანონსებული სანქციები მოულოდნელი არ ყოფილა. ანალიტიკოსის თქმით, დღევანდელმა მთავრობამ დაკარგა ყველანაირი მორალური უფლება, რომ ქვეყანა მართოს. დარბაიძე ფიქრობს, რომ ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების აღდგენა მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი. 

სწორედ ამას ველოდი. ჩემი ურთიერთობებიდან და მუშაობიდან გამომდინარე ამერიკის კონგრესმენებთან. სწორედ ეს იყო გაჟღერებული, ეს იგეგმებოდა - „ოცნების“ ელიტის წინააღმდეგ სანქციები, ფინანსური სანქციები. დღევანდელმა მთავრობამ დაკარგა ყველანაირი მორალური უფლება, რომ მართოს ეს ქვეყანა. პლიუს ამას, რა თქმა უნდა, არჩევნები არ ჩატარებულა ლეგიტიმურად. რაც შეეხება, რა გამოსწორებს ამ სიტუაციას და როგორ შეიძლება, აღდგეს ურთიერთობა ჩვენს ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორთან, ეს არის მხოლოდა და მხოლოდ ახილ არჩევნები. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, - ამბობს მელორ წიფურია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი პლატფორმა X-ზე წერს, რომ შტატები ახალ სანქციებს და სავიზო შეზღუდვებს უწესებს იმ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან მხილებულები.