თავდასხმა "შაბათის ეთერის" რეპორტიორებზე - ქეთა ციცქიშვილმა გამომძიებლებს 4 გვარი დაუსახელა

11.12.24 14:00
თავდასხმა "შაბათის ეთერის" რეპორტიორებზე - ქეთა ციცქიშვილმა გამომძიებლებს 4 გვარი დაუსახელა

ჯგუფური თავდასხმა "ტვ პირველის" რეპორტიორებზე - კოკა კაციტაძის უწყება  "ტვ პირველის'' ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძისა და  ოპერატორის  გიორგი შეწირულზე სავარაუდო თავდამსხმელების შესახებ უკვე ინფორმირებულია. 

როგორც ჟურნალისტმა უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, მან გამომძიებელს 4 გვარი დაუსახელა, რომელიც შესაძლოა, რეპორტიორების ანგარიშსწორებაში იყვნენ ჩართულები: 

საგამოძიებო სამსახურს, ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მივაწოდე კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა, არიან დამნაშავეები და მონაწილეობდნენ მაკა ჩიხლაძეზე და გიორგი შეწირულზე თავდასხმაში. მე დავუსახელე ოთხი ადამიანი გამომძიებლებს. ამ ადამიანების სავარაუდო დამნაშავეების სახელები და გვარები იციან საგამოძიებო უწყებაში მთავარია ახლა, რომ მათ წინააღმდეგ დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება, იმიტომ ,რომ ისევ გარეთ არიან და ნებისმიერ დროს შეიძლება იგივე გააკეთონ, იმიტომ რომ თუ გაუჩნდათ განცდა დაუსჯელობის , რაც ეს განცდა არსებობს უკვე ამ ქვეყანაში, შესაბამისად შენ რომ გახვალ, მე რომ გავალ ან თქვენ, რომ გახვალთ გარეთ შეიძლება იგივე პირებმა გააკეთონ იგივე" - ამბობს ქეთა ციცქიშვილი.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვების სერია გრძელდება - ამ წუთებში გამომძიებლების კითხვებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი, მირიან მელაძე პასუხობს, რომელიც აქციაზე დაშავდა. 

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

კადრებში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ჯგუფურად უსწორდებიან. საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეები ამ დრომდე არ და