არ შეგეშალოს! შენი მანევრირების სივრცე მცირდება - რიჰარდს კოლსი შალვა პაპუაშვილს მიმართავს
ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი შალვა პაპუაშვილს მიმართავს და მას ჟიგიმანტას პავილიონისის და მარკო მიხელსონის მისამართით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო აკრიტიკებს. ევროპარლამენტარი პლატფორმა X-ზე წერს, რომ რეალურად, ნამდვილი რალატი სწორედ "ქართული ოცნების" რიგებიდან" მოდის.
ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის, - აფრთხილეს კოლსი პაპუაშვილს.
დემოკრატიაზე საუბრობ, მაგრამ იმას იცავ, რისი დაცვაც შეუძლებელია. მთავრობა, რომელიც ავტორიტარიზმისკენ მიდის, უგულებელყოფს საკუთარი ხალხის ნებას და უცხოური ძალების გულს იგებს, რომლებსაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრა სურთ. შენ ცილს სწამებ მარკო მიელსონს და ჟიგიმანტას პავილიონისს, მაგრამ ნამდვილი ღალატი თქვენი რიგებიდან მოდის. ევროპარლამენტი მართებულად გამოვიდა სანქციების მოწოდებით მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს აფერხებს, მათ შორის შენს წინააღმდეგ. არ შეგეშალოს - შენი მანევრირების სივრცე მცირდება როგორც პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად. ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის. პასუხისმგებლობა უცხოურ ჩარევაში არ აგერიოს. შენი მთავრობა ზეწოლის ქვეშ იმიტომ კი არ არის, რომ „საკუთარ ხალხს ემსახურება“, არამედ იმიტომ, რომ მათ მომავალს უთხრის ძირს, - ამბობს რიჰარდს კოლსი.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიხელსონმა და პავილიონისმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის "დამუნათება სცადეს", საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო.