დე ფაქტო ხელისუფლებაზე განგრძობითი წნეხით "ოცნებას" ვაიძულებთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდეს - გახარია

11.12.24 16:24
დე ფაქტო ხელისუფლებაზე განგრძობითი წნეხით "ოცნებას" ვაიძულებთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდეს - გახარია

 "დღევანდელ დე ფაქტო ხელისუფლებაზე განგრძობითი წნეხით "ოცნებას" ვაიძულებთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდეს" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა ორი მთავარი მოთხოვნა დაასახელა. მისი თქმით, პირველი ეტაპისთვის უკანონოდ დაპატიმრებული მძევლების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარების თარიღის განსაზღვრაა საჭირო. 

ჩვენ არასდროს გვქონდა მიზნობრივი, ტარგეტირებული სანქციების იმედი ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან. გასგებია, რატომ. იმიტომ, რომ უნგრეთის პოზიციის გამო. ამიტომ ჩვენს გეგმაში ამას მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული როლი არ ჰქონია, მაგრამ იქნება ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები, რომელიც უფრო მძიმე იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ყველანი ერთად განგრძობითი წნეხის დღევანდელ დეფაქტო ხელისუფლებაზე საშუალებით ვაიძულებთ მათ, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. აქ არის ორი მთავარი მოთხოვნა: ეს არის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული მძევლები და რა თქმა უნდა, სასწრაფოდ უნდა განისაზღვროს ახალი არჩევნების თარიღი. სხვა ყველაფერი ამის შემდგომ, - ამბობს გახარია.  

EU საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს შეჩერებას განიხილავს. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დიპლომატიურ პასპორტს საქართველოს მთავრობა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე გასცემს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე 16 დეკემბერს იმსჯელებენ.

მსგავსი სიახლეები