რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტარებთან ერთად თბილისში ჩამოდის

11.12.24 17:55
რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტარებთან ერთად თბილისში ჩამოდის

რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტარებთან ერთად თბილისში ჩამოდის

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სხვა კოლეგებთან ერთად საქართველოში ჩამოდის: 

"გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან", - წერს იუკნევიჩიენე X-ზე. 

ფოტოზე, რომელსაც რასა იუკნევიჩიენე აქვეყებს  ევროპარლამენტარი რენიე ვან ლანშოტიც.

“გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველებთან, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან! დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ჟურნალისტებთან,” - წერს იუკნევიჩიენე.

მსგავსი სიახლეები