,,ოცნება" სანქციების პირისპირ - შავი სია მზად არის

11.12.24 21:43
,,ოცნება" სანქციების პირისპირ - შავი სია მზად არის

ამერიკული სანქციების ამოქმედებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ვაშინტონის შავი სია უკვე ბლინკენის მაგიდაზე დევს და ის ძალაში ტრამპის მთავრობის ხელისფლებაში მოსვლამდე შევა. სავიზო და ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდება ყველა, ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ სასტიკ ანგარიშსწორებაშია მხილებული. არ არის გამორიცხული  ვრცელი სია ივანიშვილით დაიწყოს. ოლიგარქის და მისი რეჟიმის დასანქცირებაზე ვაშინგტონში ორპარტიული კონსენსუსია. 

შტატები და ევროკავშირი სინქრონულად მოქმედებენ.  ევროკავშირის ლდიერები სანქციებთან ერთად, დიპლომატიური პასპორტის მქონე ჩინოვნიკებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობენ. ამ საკითხზე ევროკავშირს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისრები ორშაბათს იმსჯელებენ. ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე კი თბილისში საგანგებო მისიით ევროპარლამენტარები ჩამოდიან.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები