საქართველოში ევროკავშირს არაფერი გამოუვიდა, დროა, ამერიკა ჩაერთოს - Washington Examiner

20.03.21 13:40
საქართველოში ევროკავშირს არაფერი გამოუვიდა, დროა, ამერიკა ჩაერთოს - Washington Examiner

საქართველოში ევროკავშირს არაფერი გამოუვიდა, დროა, ამერიკა ჩაერთოს - ამ შინაარსის სტატიას ამერიკული გამოცემა Washington Examiner აქვეყნებს.

სტატიის ავტორის, ტომ როგანის  შეფასებით, "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ვლადიმერ პუტინის გამარჯვებაა. როგანი მოუწოდებს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, სასწრაფოდ ჩავიდეს თბილისში.

ერთკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება არ მოხდა. კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს. ბაიდენის ადმინისტრაციამ ნაბიჯი უნდა გადადგას. სასწორზე ახალგაზრდა დემოკრატია დევს, რომელიც უნდა გადარჩეს  დიდი შიდა და საგარეო ზეწოლის პარალელურად. აშშ-ს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტები აქვს, მათ შორის, პირდაპირ ივანიშვილის მიმართ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დაუყოვნებლივ უნდა ჩავიდეს თბილისში. თუ ამას არ გააკეთებს, კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს პროდასავლური ხალხის მისწრაფებებს და გააძლიერებს პუტინის დამღუპველ გავლენას,  - ნათქვამია წერილში.