EU-ს დელეგაცია მესამე სექტორს ხვდება
ამ წუთებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ევროკავშირის დელეგაცია მესამე სექტორს ხვდება.
ევროპარლამენტარები აუდიენციას სწორედ იმ ორგანიზაციებთან მართავენ, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდნენ და რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ გააყალბა ივანიშვილის გუნდმა შედეგები.
ცნობისთვის, ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრა უკვე გამართა. ისინი დღის ბოლოს მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
დელეგაციაში შედიან:
- რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
- მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
- ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
- ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
- ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
- რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი