"პრეზიდენტ მაკრონის ოლიგარქ ივანიშვილთან საუბარი აშკარად უშედეგოდ დასრულდა" - როთი
"პრეზიდენტ მაკრონის ოლიგარქ ივანიშვილთან საუბარი აშკარად უშედეგოდ დასრულდა" - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი წერს.
როთი აღნიშნავს, რომ ცვლილებისთვის ევროპელ ლიდერს შეუძლია პროევროპელი ქართველები ნახოს, რათა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადოს.
პრეზიდენტ მაკრონის ოლიგარქ ივანიშვილთან საუბარი აშკარად უშედეგოდ დასრულდა. ცვლილებისთვის ევროპელ ლიდერს შეუძლია ნახოს პროევროპელი ქართველები, რათა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადოს. ყველა თვალი საქართველოზე!” , - წერს როთი.
ცნობისთვის, ელისეის სასახლის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.
„ქართული ოცნების" თანახმად, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება მოსთხოვა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების პატივისცემისკენ მოუწოდა.
ელისეს სასახლის ცნობით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაგმო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პირისპირ შეხვდა.
ამავე ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის.