პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დღეს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა.
"ოცნების" ლიდერმა ზურაბიშვილი ისევ მოსახლეობის ღალატში დაადასაშაულა და "ქართველ ხალხის ნებას დაემორჩილოს":
მოვუწოდებ მას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას. 29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ფიცის დადების მომენტიდან სალომე ზურაბიშვილს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია. ჩემი მოწოდება მხოლოდ ისაა, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს საბოტაჟი. არ მგონია, რომ ასე უტიფრად წავიდეს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა მას პასუხი გასცა 26 ოქტომბერს. ასე რომ, ქართველმა ხალხმა მას არჩევნებზე გასცა პასუხი. ერთადერთი მოწოდებაა, რომ დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი პრეზიდენტს ირჩევს.