"ოცნებას" ჭკუა თუ ეყოფა, ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს! - ლევან ცუცქირიძე
ჯერ კიდევ არის პოლიტიკური გამოსავალი, ეს არის ახალი არჩევნები - "ოცნებას" ჭკუა თუ ეყოფა, უნდა მიიღონ ეს წინადადება ქართველი ხალხისგან"- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
პოლიტიკოსი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება და ერთგვარ პერფორმანსშიც იღებს მონაწილეობას.
დემონსტრანტებმა საკანონდებლო ორგანოს წინ ბურთი მიიტანეს და თამაშობენ.
"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკა არ იცის, არ იცის სახელმწიფოს მართვა. მათი თორმეტწლიანი მმართველობა დაიწყო ცრუ დაპირებებით, და საკუთარ პოლიტიკურ კარიერას ასრულებენ, როგორც შეიარაღებული ბანდების მფარველი პოლიტიკური პარტია, რომელიც ნადირობს საკუთარ მოქალაქეებზე თბილისის ქუჩებში"- თქვა ცუცქირიძემ.
"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს - ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია.
პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს. "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს.
ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - ამომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ.
„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ისმის აქციაზე.
აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. „დიპლომი ყაველაშვილს“.
ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.