ევროკავშირის შიგნითაც მოლაპარაკეები მიმდინარეობს, რომ მოძებნონ მექანიზმები, როგორ გააძრონ "ოცნებას" სახე- ჯაფარიძე

14.12.24 10:57
ევროკავშირის შიგნითაც მოლაპარაკეები მიმდინარეობს, რომ მოძებნონ მექანიზმები, როგორ გააძრონ "ოცნებას" სახე- ჯაფარიძე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე იმყოფება, როგორც მან ''პირველებთან'' განაცხადა ''ქართულ ოცნებას'' არ აღირებს არავინ, არც ქვეყნის შიგნით და  ქვეყნის გარეთ კი ხელს არვინ ართმევს. 

მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ გამარჯვებას არ მიაღწევენ.

აკრძალვების სერია (ნიღბის ტარების აკრძალვა) ამით არ დასრულდება. ნანახი გვაქვს სადამდე მიდის ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში facebook-ზე ლაქების და პოსტების გამო დაიჭერენ ხალხს, აქამდე მე მგონია ვერ მივლენ. ეს პროტესტი არ შეწყდება, ეს ხალხი, ვინც აქ გამოდის, სრულიად გააზრებულად გამოდის. ზუსტად ესმით რატომ გამოდიან აქ და ისიც ესმით, რომ აქ უნდა იდგენენ გამარჯვებამდე და ეგ გაგრძელდება.

ყველაფერი, რაც ხდება არის ამ პროტესტის შედეგი. ეს პროტესტი აჩვენებს პირველ რიგში, რომ ხალხი არ აძლევს ლეგიტიმაციას ამათ, მაგის მერე ის რომ ოპოზიციური პარტიები არ აძლევენ ლეგიტიმაციას და ამ ყველაფრის შედეგია, რომ გარედანაც არავინ ხელს არ ართმევს ამათ. ბავშვები, რომ თამაშობდნენ  და რაღაც როლებს, რომ ინაწილებდნენ დედა მე ვიქნები, მამა მე ვიქნები  ეგეთი სახლობანა მიდის ახლა შიგნით. საბოლო ჯამში ყველაფერი გადის იმაზე, გაღიარებ თუ არა შენ. ალხი არ აპირებს, პარტიები არ აღიარებ, გარედან ხელს არ ართმევს არავინ და იფრინოს უნგრეთში, სანამ ორბანი არის იქ, დიდხანს მაგასაც არ უწერია. არც უნგრეთი არ უშველის. რაც მოგვდის ინფორმაცია, ევროკავშირის შიგნითაც მოლაპარაკეები მიმდინარეობს, რომ მოძებნონ მექანიზმები, როგორ გააძრონ ამათ სახე'', - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. 

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს -  ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია

პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი  უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს.  "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს. 

ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - ამომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ.

„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ისმის აქციაზე. 

აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. „დიპლომი ყაველაშვილს“.

ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები