"პოლიციამ "დააპატიმრა" ნაძვის ხე - სალომე ზურაბიშვილი
"პოლიციამ "დააპატიმრა" ნაძვის ხე, რომელიც იმ პოლიციური სახელმწიფოს სიმბოლოა, როგორადაც "ოცნება" საქართველოს გადაქცევას ცდილობს" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"პოლიციამ დაიცვა და "დააპატიმრა" ნაძვის ხე, რომელიც იმ პოლიციური სახელმწიფოს სიმბოლოა, როგორადაც "ქართული ოცნება" საქართველოს გადაქცევას ცდილობს"- წერს სალომე ზურაბიშვილი.
რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხეს, რომელის საზეიმოდ ანთებას, კახა კალაძე დღეს 19:00-ზე გეგმავს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იცავენ.