პოლიცია ნაძვის ხეს იცავს

14.12.24 12:05
პოლიცია ნაძვის ხეს იცავს

რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხეს, რომელის საზეიმოდ ანთებას, კახა კალაძე დღეს 19:00-ზე გეგმავს,  კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იცავენ. ნაძვის ხე რკინის ჯებირებითაა შემოსაზღვრული, აქციის მონაწილეებმა ბანერები მოიტანეს და რკინის ჯებირებზე დაამაგრეს.

 ''გოლებს ვერ იტანს და ხალხის მომავალს როგორ გაიტანს', ''გამოდით, რუსული რეჟიმი შენამდეც მოაღწევს''-  ეს არის დემონსტრანტების სათქმელი. 

ადგილზე დამონტაჟებულია სცენა, სადაც სავარაუდოდ კახა კალაძე მოქალაქეებს მიმართავს და გაიმართება კონცერტი. 

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს -  ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია

პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი  უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს.  "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს. 

ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - ამომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ.

„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ისმის აქციაზე. 

აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. „დიპლომი ყაველაშვილს“.

ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები